ჩვენი მიზანია ამ სფეროში სასიამოვნო გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის და ფართო საზოგადოებაში შ.პ.ს. “prodesign”-ის იმიჯის შენარჩუნება დაფუძნებული მაღალი დონის სამუშაოს შესრულებით. დიზაინერებს, არქიტექტორებს, ოსტატებს (პრარაბებს) ვეპატიჟებით ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობაზე. გაძლევთ გარანტიას პროფესიონალიზმის, ხარისხის და სწრაფ შესრულების.
არსებობს გასაჭიმი ჭერების მონტაჟის რამდენიმე სისტემა. საქართველოში გამოიყენება მხოლიოდ ორი სისტემა: ჰარპუნისა და შპატიკის (ბაგეტის) სისტემა. ჰარპუნის სისტემის მონტაჟი ხდება ალუმინის შპატიკის მეშვეობით, ხოლო შპატიკის სისტემით მხოლოდ პლასტმასის შპატიკის მეშვეობით.

ჰარპუნის სისტემა

    ჰარპუნი – ეს არის მოქნილი პლასტიკატი და გაცილებით უფრო მყარი ვიდრე PVC. იგი ყენდება ნაჭერზე მთელ პერიმეტრზე სპეციალური დანადგარის მეშვეობით. ჰარპუნის ნაჭერზე მიერთება შესაძლებელია, მხოლოდ ქარხნულ პირობებში. ჰარპუნი გამოიყენება იმისათვის, რომ პროფილსა და ნაჭერს შორის შეერთება იყოს მყარი. ობიექტზე უკვე ყენდება გამზადებული მასალა, წინასწარ შეთანხმებული კონფიგურაციით, ზომებით და გამზადებული კუთხეებით.

    გასაჭიმი ჭერების ჰარპუნის სისტემით დამონტაჟება ხდება შემდეგი ეტაპების გავლით. გამოიყენება სითბური ხელსაწყო  და PVC, გახურების შემდეგ ხდება ადვილად დამუშავებადი. ხდება ჰარპუნის  PVC–ში ჩასცმა, სადაც ავტომატურად იბლოკება იგი. ოთახის ტემპერატურამდე გაგრილების შემდგომ იგი ითვლება იდეალურ მასალად სახურავისა და ჭერის შესაერთებლად.

    იმ შემთვევაში თუ ფართობი დიდია და ჭერი არის მრავალდონიანი საჭიროა უფრო მეტი ჰარპუნის სისტემა. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება რამდენიმე ადგილზე გადაბმა, მაგრამ ბმები თვალისთვის შეუმჩნეველია. მისი შეერთება შესაძლებელია სპეციალური პროფილის მეშვეობით.

    სამგანზომილებიანი ჭერის მონტაჟის პროცესი, ცოტათი უფრო რთული პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი ჭერისა. თავიდან ხდება დაგეგმა და კარკასის აწყობა, ალუმინის პროფილის ცალკეული ფრაგმენტებისგან, შემდეგ ეს კარკასი მაგრდება ჭერზე . ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს პროფესიონალი და გამოცდილი მემონტაჟეები. გასაჭიმი ჭერის მონტაჟის ეტაპებია:

1. პერიმეტრზე ყენდება სამონტაჟო ალუმინის პროფილი, რომელზედაც ყენდება შემდეგ გასაჭიმი ჭერი. სამონტაჟო პროფილი მაგრდება როგორც კედელზე ასევე ჭერზე.

2. ხდება გადაბმის ადგილების დამუშავება.

3. სპეციალური შპატის დახმარებით მემონტაჟეები ავსებენ ჭერს ქსოვილით.

4. სპეციალური გაზის მოწყობილობით ხდება დამუშავება, რათა მიღწეული იყოს ჭერის მოქნილობის ეფექტი.

5. შემდეგ ქსოვილი იჭიმება და ხდება მისი დამაგრება ჭერზე.

6. ამის შემდეგ კედელსა და გასაჭიმ ჭერს შორის სივრცეს ფარავენ მასკიროვკით.

7. გასაჭიმი ჭერის მონტაჟის შემდეგ მასში აკეთებენ ადგილებს შნურებისა და კომუნიკაციისათვის.

8. და ბოლო საფეხურზე ხდება ჭაღებისა და მანათობელი ნათურების მონტაჟი.

ჰარპუნის სისტემის უპირატესობებია:

  • დაყენებისას არ არის საჭირო მთელი ოთახის დაცლა.

  • მონტაჟი ხდება სწრაფად.

  • შესაძლებელია სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟი.

  • არის პრაქტიკული და საიმედო.

  • გარეგნულად არის ძალიან ლამაზი და ესთეტიური.

  • იგი უფრო მეტად გაჭიმულია და არ არის ჩამოზნექილი.

შთაბეჭდილებები

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჭერის მონტაჟი შეგვიძლია მთელი საქართველოს მაშტაბით

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  • Rustavi

       megobrobis qucha N10
      +995 579380126
  • kontaqti

      www.wpmwpm@mail.ru
    Skype Me™!
  • darCi xazze

  • franguli gasaWimi Weri
  • WWW.STARSKY.GE